TIVOLI — I LOV IT — მიყვარს!
სპორტი: სპორტული რეჟიმი ზრდის საჭის მართვის მგრძნობელობას მაღალ სიჩქარეებზე, რომ უზრუნველყოს მაქსიმალური კონტროლი და სიზუსტე.
კომფორტი: ეს რეჟიმი აადვილებს მანევრებს პარკინგის დროს და დაბალი სიჩქარით მოძრაობისას.
ნორმალი: ეს რეჟიმი საშუალო და მაღალ სიჩქარეებზეა მორგებული.
TIVOLI კონსტრუირებულია წარმოუდგენელი გამძლეობისა და უსაფრთხოების დონეზე: ძარის 70% მაღალი გამძლეობის ფოლადისგან არის შექმნილი, რომლის 49 % დაბალი ლეგირების ფოლადს წარმოადგენს. შეჯახების შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად, ავტომობილის 10 საკვანძო არე გაძლიერებულია, რის გამოც ის 1,500 ჯოული / მ² ძალის დარტყმას უძლებს. ასევე, ტივოლი უსაფრთხოების ყველა შესაძლო სისტემითაა აღჭურვილი. მაღალი გამძლეობის ფოლადის ფირფიტები კარკასის 10 საკვანძო წერტილშია განთავსებული, რაც მგზავრების უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა.
მომხიბვლელი, სანდო და უსაფრთხო ქროსოვერი მათთვის, ვინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა. ეს არის კომპაქტური ყველგანმავალი, რომელიც სრულიად ახალი პლატფორმის ბაზაზეა შექმნილი. ის თქვენს მოლოდინებს გადააჭარბებს: ეკონომიური ძრავი და სანდო ტრანსმისია, უსაფრთხოების სისტემების საუკეთესო აღჭურვილობა, ძარის ორიგინალური დიზაინი და მოდური ინტერიერი.