საგარანტიო მომსახურება სანგიონგის ავტომობილებზე | SsangYong

საგარანტიო მომსახურება

სანგიონგის ყველა მოდელს სრული, 5 წელი ულიმიტო გარბენით  გარანტია აქვს - ყველაზე ხანგრძლივი გარანტია საქართველოში. გარანტია  მოდელების მთლიან ასორტიმენტზე ვრცელდება. ისინი სამხრეთ კორეაში მზადდება და ყოველი მათგანი გამორჩეულად გამძლეა, რაც იმ თავდაჯერებულობას განაპირობებს, რომელიც ასეთივე გამორჩეული გარანტიისათვის არის საჭირო.  სანგიონგის ბრენდის განსაკუთრებული ხარისხი გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს ამ დონის დაპირება მივცეთ. ავტომობილის გაყიდვის დროსაც, გარანტიის პირობებში სანგიონგის გაყიდვის შემთხვევაში გარანტიაზე დარჩენილი დრო ან კილომეტრაჟი ახალ მფლობელს გადაეცემა. სანგიონგთან ერთად თქვენ იღებთ სიმშვიდის, მხიარულების, თავგადასავლების, სიხარულისა და სანდოობის 5 წელიწადს.

SsangYong-ის  ახალი ავტომობილის საგარანტიო პირობები

გარანტია იწყება ავტომანქანის გაყვანის დღიდან და ძალაშია 5 წელი ულიმიტო გარბენით. ამ პერიოდში, ავტომანქანის ნორმალური ექსპლოატაციის პირობებში, საქარხნო დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში გამყიდველი თავისი ხარჯებით  შეაკეთებს ავტომობილს ან/და შეუცვლის სათადარიგო ნაწილებს;
  • გარანტია ვრცელდება შემდეგ კომპონენტებსა და აგრეგატებზე:
  • ძალოვანი აგრეგატები: 5 წელი ულიმიტო გარბენით.;
  • ელექტრო სისტემა: 5 წელი ან 150000 კმ, რომელიც ადრე შესრულდება;
  • აუდიო სისტემა: 3 წელი ან 100 000 კმ, რომელიც ადრე შესრულდება;
  • აკუმულატორი: 1 წელი ან 30 000 კმ, რომელიც ადრე შესრულდება;
  • სავალი ნაწილი: 1 წელი ან 30 000 კმ, რომელიც ადრე შესრულდება;
  • ძარის გამჭოლი კოროზია: 5 წელი ულიმიტო გარბენით.
მყიდველი ვალდებულია დაიცვას რეგლამენტით (რომელიც მყიდველს ჩაბარდება ავტომობილთან ერთად) დადგენილი ექსპლოატაციის წესები და საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი სახის მომსახურება და სათადარიგო ნაწილები შეიძინოს მხოლოდ სენა მოტორსის ტექნიკური მომსახურების ცენტრში.
მისამართი: თბილისის შემოსასვლელი,  აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.
ელ-ფოსტა: office@senamotors.com.ge
ტელ.: 255 10 50