ინოვაციური და დინამიური, ყველგანმავლების ექსპერტი სანგიონგ მოტორსი, კორეის ერთ-ერთი პრემიალური საავტომობილო მწარმოებელია, დაარსებული 1954 წელს გამოირჩევა დახვეწილი სტილით, ხარისხითა და უახლესი ტექნოლოგიებით.
კომპანიამ ყველგანმავალი ავტომობილების წარმოება 1980-იან წლებში დაიწყო, მოდელებით MUSSO და KORANDO, ხოლო 2000 წლის შემდეგ, სანგიონგმა 4x4- ზე მოდელების სრული ხაზი გამოუშვა, რომელიც REXTON, KORANDO, Action Sport-ის TIVOLI და XLV- გან შედგებოდა და თავი დაიმკვიდრა როგორც ყველგანმავლების მწარმოებელმა წამყვანმა კომპანიამ.
პირველი კორეული ყველგანმავალი KORANDO შექმნილია ქალაქისა და ქალაქგარე აქტივობებისთვის. ეს იდეალური მანქანაა ოჯახთან ერთად მოგზაურობებისათვის.
TIVOLI წამყვანი მოდელი მცირე ზომის ქროსოვერის სეგმენტში ცვლის მომხმარებლის ცხოვრების სტილს და ცვლილებების სიმბოლოდ გვევლინება, თანამედროვე დიზაინითა და საუკეთესო ხარისხის ღირებულებით.
REXTON მემკვიდრეობით პრემიუმ სეგმენტის პირველი ფლაგმანი სედანის, ჩეირმენის რეპუტაცია ერგო და დიდი ზომის ყველგანმავალების ბაზარზე წამყვანად მოგვევლინა, 2017-ში ახალ რექსტონად, 2018-ში კი ახალ მოდელად MUSSO ხელახლა დაიბადა და ყველგანმავალების ბაზრის განცვიფრება კიდევ ერთხელ მოახერხა.
სანგიონგ მოტორსი წინ მიუძღვის ეკოლოგიური დიზელის ტექნოლოგიებს, მსოფლიო კლასის (common rail) დიზელის პირდაპირი შეფრქვევის სისტემის ძრავის შემუშავებით და მცირე ზომის, ეკო-მეგობრული e-XDi220 ძრავების წარმოებით, რომელიც EURO 6 სტანდარტს აკმაყოფილებს. ასევე კომპანიამ უკვე ელექტრომობილიც შეიმუშავა.
გლობალური ხედვებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სანგიონგ მოტორსის მენეჯმენტი წარმომადგენლობას მსოფლიო ბაზარზე ზრდის. კომპანია ყველგანმავლების ექსპორტს დაახლოებით 1500 ქსელში, 126 ქვეყანაში ახორციელებს და აქტიურად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საერთაშორისო ბაზრებზე. მაგალითად, კომპანიამ უკვე გახსნა სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონული ჰედ ოფისები და სათადარიგო ნაწილების ცენტრები ევროპის ავტოინდუსტრიის წამყვან ქვეყნებში.
მდგრადი განვითარების შესანარჩუნებლად, სანგიონგი მიმდინარე ბაზრებზე გეგმავს შედარებით ნაკლებად ათვისებულ ბაზრებზე შესვლასაც, როგორებიცაა ცენტრალური ამერიკა, დასავლეთ ევროპა. ასევე კომპანიას გეგმაში ინდოეთისა და ჩინეთის - მსოფლიოში უდიდესი საავტომობილო ბაზრების ათვისებაც აქვს.
საუკეთესოს ძიებაში, სანგიონგ მოტორსი განსაკუთრებული მონდომებით ეკიდება ახალი დიზაინისა და ტექნოლოგიების შემუშავებას, რომლის საშუალებითაც კომპანიას საკუთარი ინდივიდუალურობის გამოხატვა შეუძლია.
ამის გარდა, ყველგანმავლების მწარმოებელ კომპანიასთან Mahindra & Mahindra-სთან ტექნიკური თანამშრომლობით მომავალში SsangYong შეძლებს ქროსოვერების სამოდელო ხაზის განვითარებისთვის, პოზიციების გამყარებას, როგორც ყველგანმავლების კონკურენტუნარიანი მწარმოებელი ბრენდი.