Georgian Times- ის XX საუბილეო ბიზნესს რეიტინგის დაჯილდოვება

ნოემბერი 28, 2019

27 ნოემბერს მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და „გორბი“ ბიზნეს რეიტინგის მე-XX საუბილეო დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა. ტრადიციულად, გალა საღამოზე წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდნენ. რჩეულთა შორის რჩეული კი, თავად ბიზნესმენებმა აირჩიეს. რეიტინგების დათვლას  საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი  “გორბი“ აწარმოებდა.  ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.  ერთერთ რჩეულ კომპანიად  “სენა ავტო ჯგუფი” – გია ალიხანაშვილი დასახელდა ნომინაციაში – ავტომობილების მოდელების ფართო არჩევანი და საგარანტიო მომსახურება. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო 2019 წლის მოდელი, 4×4-ზე ქროსოვერი SsangYong TIVOLI.

პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს  არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომისტები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, ბიზნესმრჩეველები, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას. 

კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:  მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, მსხვილი ექსპორტიორი, ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი

ბიზნეს  რეიტინგის მხარდამჭერებია:

  • ქალაქ თბილისის მერია
  • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • ფინანსთა სამინისტრო
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  • საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა
  • საპარტნიორო ფონდი
  • ამერიკის სავაჭრო  პალატა

ღონისძიების მედიამხარდამჭერია ქართული მედიიის ფაქტობრივად სრული სპექტრი: 

  1. საზოგადოებრივი მაუწყებელი
  2. იმედი
  3. რუსთვი 2
  4. ფორმულა
  5. ტვ პირველი
  6. პალიტრა ნიუსი
  7. ობიექტივი
  8. სტარვიზია
  9. მუზიკბოქსი
  10. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა
  11. თბილისელები
  12. ჯორჯიან თაიმსი
  13. კავკასიან ბიზნეს ვიკი
  14. რეზონანასი
  15. პრაიმთაიმი
  16. ბანკები და ფინანსები
  17. სვობოდნაია გრუზია
  18. ვერსია
  19. ქართული აზრი
  20. საქართველოს რესპუბლიკა