Rexton & Musso „ყველაზე ღირებული“ ტიტულის მოპოვება

რექსტონმა და მუსომ, მათი უმაღლესი ხარისხის გამო, წლის 4×4-ის დაჯილდოებაზე  პრესტიჟული ტიტულები მიიღეს.

11 იანვარს, წლის 4×4-ის დაჯილდოებაზე, რომლის მასპინძელიც ბრიტანული საავტომობილო ჟურნალი „4×4“ იყო, რექსტონმა „ყველაზე ღირებულის“ ტიტული და ჯილდო დაიმსახურა. წინა წელს, იმავე დაჯილდოებაზე, რექსტონმა 3 ჯილდო – მათ შორის „ყველაზე ღირებული“, „საუკეთესო გამავლობის მქონე“ და ცერემონიის უმაღლესი ჯილდო – „წლის 4×4” მიიღო.

პარალელურად, სანგიონგის სხვა მოდელმა – მუსომ, წინა წლის დეკემბერში, ჟურნალ 4×4-ის „წლის პიკაპის“ დაჯილდოებაზე, „ყველაზე ღირებულის“ ტიტული მოიპოვა.

ფასისა და შესაძლებლობების შესაბამისობის აღიარებამ, ყველგანმავლებისა და პიკაპების ბრიტანულ ბაზარზე რექსტონის კონკურენტუნარიანობა დაადასტურა.

ჟურნალ 4×4-ის ინფორმაციით,  2018 წელს, როდესაც რექსტონი გამოუშვეს, „წლის 4×4“ დაჯილდოებაზე მისი გამარჯვების შემდეგ, ბევრი ძლიერი კონკურენტი გამოჩნდა ბაზარზე, მაგრამ რექსტონი ბრიტანეთში საუკეთესო ყველგანმავალის ტიტულს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

ჟურნალი 4×4 წლის ყველგანმავლებსა და პიკაპებს ამომწურავი ტესტირებების შემდეგ ასახელებს. ჟურნალის მომხსენებლები ინტერიერის დიზაინს, სავარძლების კომფორტულობას, ავტომობილის გამავლობის ხარისხს, ტვირთის ტევადობას და სხვა მახასიათებლებს 12 თვის განმავლობაში ძირფესვიანად მიმოიხილავენ.  განსაკუთრებული ყურადღება ფასსა და შენახვის ხარჯებს ექცევა, რადგან, ეს ფაქტორები, მომხმარებლების გადაწყვეტილების პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.