SsangYong ‘e-SIV’ ელექტრო ატომობილის წარდგენა

e-SIV კონცეფცია – ახალი ჰორიზონტი და გონიერი დინამიკა.

 

e-SIV კონცეფცია 2018 წლის „ჟენევის მოტორ-შოუზე“ წარადგინეს. ეს არის სანგიონგის სტრატეგიული მოდელი, რომელიც წარმოაჩენს ბრენდის სამომავლო ხედვას ელექტრო ავტომობილების, კავშირებისა და ავტონომიური მართვის მიმართ.

სანგიონგს, როგორც ყველგანმავლების პროფესიონალ მწარმოებელს, გამოშვებული აქვს სხვადასხვა ტიპის მანქანები, როგორც ქალაქის გზებისთვის, ისე რთულ გზაზე სასიარულოდ. e-SIV არის C-სეგმენტის ზომის ელექტრო ავტომობილი და კომპანიის მიერ წარმოდგენილი ელექტრო ავტომობილების კონცეფციებიდან, რიგით მეხუთეა.

e-SIV, რომელიც გონიერი ინტერფეისის მქონე ელექტრო ავტომობილს ნიშნავს, შეიქმნა იმისათვის, რომ ხაზი გაუსვას სანგიონგის მოწოდებას – შექმნას მობილური კავშირები, ავტონომიური მართვის პარალელურად.

e-SIV-სთან დაკავშირებული მანქანის ფუნქციები სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება.

პირველ რიგში, მას შეუძლია მანქანის ბატარეის დამუხტვა დისტანციურად. დამუხტვის პროცესზე დაკვირვება შესაძლებელია მობილური აპლიკაციის საშუალებით, რომელსაც სჭირდება ინტერნეტთან კავშირი და ელექტრო ავტომობილის სერვისებზეა მორგებული. აპლიკაცია, ბატარეის დამუხტვის დონის მიხედვით, გაწვდით ინფორმაციას შესაძლებელ გასავლელ მანძილზე და ასევე, დამტენი პუნქტების შესახებ მონაცემებს რეალურ დროში გიჩვენებთ. გარდა ამისა, ის ოპტიმალურ მარშრუტს მოგინიშნავთ.

მეორე, ტელემატიკის სერვისი, ბევრი სხვადასხვა ფუნქციის დისტანციურად შესრულების საშუალებას იძლევა. ამაში იგულისხმება ჩართვა-გამორთვა, კონდიცირება, მანქანის დიაგნოსტიკა,  ხარვეზების მართვა და ავარიის შემთხვევაში – საგანგებო მართვის რეჟიმის გააქტიურება, რომელიც მძღოლის უსაფრთხოებასაც ითვალისწინებს.

ფუნქციების მესამე ელემენტი არის ინფოგართობის სერვისი. ეს ფუნქცია პერსონალიზებულ ფუნქციონალებს ქმნის. მანქანის შესწავლისა და სიტყვების აღქმის უნარის დახმარებით, ის მუსიკასა და რადიოს მართავს და თქვენი სახლის დისტანციური კონტროლის საშუალებასაც გაძლევთ.

სანგიონგის ახალი, დაკავშირებული მანქანების სერვისი, უსაფრთხოებასა და მოხერხებულობაზე არის ორიენტირებული.

https://www.youtube.com/watch?v=mYRViTOmbhk