2018 წლის SsangYong-ის გლობალური გაყიდვების რეკორდი

 

2018 წელს, სანგიონგის გაყიდვების მაჩვენებელი 2017 წლის მონაცემის მსგავსი იყო. შიდა ბაზარზე 9 წლიან მზარდ გაყიდვებს, ტივოლიზე მაღალმა მოთხოვნამ და მუსოს (რექსტონ სპორტის) წარმატებულმა გამოშვებამ შეუწყო ხელი.
სანგიონგ მოტორსმა, ჯამში, 2018 წელს 143,309 ავტომoბილის რეალიზება მოახდინა. აქედან – 109,140 ქვეყნის შიგნით გაიყიდა, ხოლო 34,169 –  რომელშიც, ავტომანქანების ნაწილების  ექსპორტიც შედიოდა.

შიდა ბაზარზე რექსტონ სპორტის წარმოება 2018 წლის იანვარში დაიწყეს. 42,000-ზე მეტი ერთეულის გაყიდვით, ამ მოდელმა, გამოშვების პირველ წელს, პიკაპის სტილის ყველა მანქანას შორის, კომპანიის ისტორიაში გაყიდვების საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. ამ ყველაფერმა, ბოლო 15 წლის მანძილზე  (2003 წლის შემდეგ, როდესაც სანგიონგმა 129,078 ავტომობილი გაყიდა), კომპანიას შიდა ბაზარზე  საუკეთესო გაყიდვები მოუტანა.

შედეგად, მზარდი გაყიდვების მეცხრე წელს, სანგიონგმა, ქვეყნის შიგნით, ავტო ინდუსტრიაში მე-3 პოზიცია დაიკავა.

2018 წლის დეკემბერში, კომპანიას, როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე, წლის განმავლობაში, თვიური გაყიდვების საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. ეს მაჩვენებელი 1.8%-ით აღემატებოდა 2017 წლის დეკემბრის მონაცემებს. ასეთი ზრდა, ტივოლისა და რექსტონის ბრენდების ავტომანქანებზე, თვის განმავლობაში მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.

კომპანია „სანგიონგ მოტორსის“ ხელმძღვანელმა – ჯონგ-სიკ ჩოიმ განაცხადა: „ჩვენ წარმატებით გავართვით თავი შიდა ბაზარზე უწყვეტი ზრდის 9 წლიან პროცესს, რაშიც ტივოლის ბრენდის პოპულარობა და მუსოს წარმატებით გამოშვება დაგვეხმარა“, მან ასევე განაცხადა, „ჩვენ ვეცდებით, რომ 2019 წელს უკვე წლის მასშტაბით გვქონდეს გაყიდვების რეკორდი. ამაზე ფიქრის საბაბს C300 მოდელის გამოშვება და მუსოს წარმატებული გაყიდვები გვაძლევს.